Thursday, December 12, 2013

პროექტის სახელწოდება:  მფრინავი ბურთი-ჯანსაღი თაობა.


პროექტის მთავარი იდეა: სპორტის ყოველდღიური მნიშვნელობის განმტკიცება მოსწავლეებში.ჯანსაღი ცხოვრების წესის მნიშვნელობა და დაცვა.ფიზიკური სრულყოფისკენ სწრაფვა.

პროექტის აქტუალობა:  -ხალისიანი და შედეგიანი გაკვეთილების ჩატარება,რაც დაარწმუნებს  მოსწავლეებს საკუთარი ფიზიკური უნარების განვითარების შესაძლებლობაში
-მოსწავლეების მასიური ჩართვა სპორტულ ვარჯიშში,მათი ჩაბმა საშეჯიბრო პროცესში და დამოუკიდებელი სპორტული აქტივობის სტიმულირება.


პროექტის მიზნები:მოსწავლეების ფსიქო-ფიზიკური მომზადება და ისეთი უნარ-ჩვევების კომპლექსური განვითარება როგორიცაა: ინდივიდუალური თვითგამოხატვა,გუნდური სულისკვეთება,სამართლიანი თამაში,ურთიერთდახმარება,ლიდერობა და პასუხისმგებლობის განაწილება.
სასკოლო შეჯიბრის მსვლელობისას მოსწავლეების შერჩევა და გუნდის ჩამოყალიბება,რომელიც შემდგომში მიიღებს მონაწილეობას საქართველოს სასკოლო ეროვნული ფედერაციის მიერ ჩატარებულ ტურნირში.
მონაწილეთა ასაკი:X,XI,XII  კლასის მოსწავლე ვაჟები.

 ვადები/ხანგრძლივობა: I ეტაპი.მომზადება 4 თვე.
II ეტაპი.შიდა სასკოლო შეჯიბრი-1 კვირა.
III ეტაპი.მონაწილეება სასკოლო სპორტის ფედერაციის მიერ ჩატარებულ ტურნირში მითითებულ ვადებში.


მოსალოდნელი შედეგები:ფრენბურთისადმი მოსწავლეთა ინტერესის გაზრდა და ამ სახეობის პოპულარიზაცია.განსაკუთრებული ნიჭის მოსწავლეების გამოვლენა და მათი ჩართვა სპორტულ სექციებში.სკოლის ვაჟთა ნაკრების შედგენა.
8.პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები:დარბაზი,ბადე,ბურთები,ფოტო და ვიდეო კამერა,კომპიუტერი.


პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები): I  ეტაპი-სპორტული თამაშის (ფრენბურთის) ძირითადი წესების შესწავლა;ფრენბურთის ტექნიკის საბაზისო ელემენტების(ჩაწოდება,მიღება,თავდასხმა,ბლოკი,დაცვა) ათვისება;ტაქტიკური სქემის მონახაზი და დანერგვა,პოზიციური თამაშის შესწავლა ;“Fair play” წესებისა და ტოლერანტობის დამკვიდრება;გუნდური თამაშის პრინციპების დანერგვა.

II ეტაპი-შიდა სასკოლო ჩემპიონატის ჩატარება,რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ X,XI,XII კლასის მოსწავლეები  და გამარჯვებულის გამოვლენა.საუკეთესო მოთამაშების შერჩევა და სკოლის ვაჟთა ნაკრების ჩამოყალიბება.კომბინაციური თამაშის ტექნიკის და ტაქტიკის დაუფლება.მოსწავლეების ფსიქოლოგიური მომზადება:გამარჯვებისკენ სწრაფვა და წაგების ღირსეულად აჰქმა.
III ეტაპი-სასკოო სპორტის ფედერაციის მიერ ჩასატარებელ ტურნირში მონაწილეობისათვის მზადება, ტექნიკური,ტაქტიკური და ფსიქოლოგიური სრულყოფა.   
საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ისტ, ეროვნული სასწავლო გეგმა.                                                                                                                                                                                                                                                            
პროექტის ხელმძღვანელი (მასწავლებელი): ირინა ალიბეგაშვილი.                                       
ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: irina.alibegashvili@gmail.com                                                         

პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი: Irina Alibegashvili.blogspot.com

Friday, December 6, 2013

ავტობიოგრაფია

დავიბადე თბილისში 12 აპრილს 1967 წელს. 1984 წელს დავამთავრე 128-ე სკოლა,ჩავაბარე საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში ქიმიური ტეკნოლოგიების ფაკულტეტზე,რომელიც დავამთავრე 1991 წელს.1982 წლიდან ვიყავი საქართველოს ნაკრების წევრი ფრენბურთში. 1987 წელს გავთხოვდი და 1990 წლის 15 ივნის მეყოლა შვილი,ლამაზი და ჭკვიანი დალიკო,რითაც ძალიან გამაბედნიერა.ამჯამად ვარ 183-ე ს.ს.მასწავლებელი,ვცდილობ შევაყვარო ბავშვებს სპორტი და კერძოდ ფრენბურთი!

Добавьте подпись